იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტარტაპი დაინტერესებული პირებისათვის

Hardware Startup Incubator 2.0 იწყება!

პროექტი მიზნად ისახავს Hardware სტარტაპების განვითარებასა და ამ მიმართულების პოპულარიზაციას რეგიონებში.

პროექტი ჩატარდება ერთდროულად 8 რეგიონში, ტექნოპარკებში, 4-5 თვის განმავლობაში

პროცესი მოიცავს 3 ეტაპს:

სასწავლო პროცესი და ტრენინგ კურსები;

ნახევარ ფინალი;

ფინალი.

მონაწილეები გაივლიან 3 მიმართულებით კურსებს, მათ შორის ელექტრონიკა/არდუინო/ Raspberry P-ს, 3D მოდელირებას და ბიზნეს მენტორშიფს, იმისთვის რომ შეკრან სრულფასოვანი პროტოტიპი და მასშტაბირებადი Hardware სტარტაპი.

ფინალისტებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სოლიდური პრიზები და რჩეულ გუნდს ექნება სტაჟირების შესაძლებლობა Hardware სტარტაპში.

პროექტზე მიღება უკვე დაწყებულია და გრძელდება 29 ოქტომბრამდე.

შესარჩევი ეტაპი ჩატარდება 30 ოქტომბრის კვირაში.

პროექტი უშუალოდ დაიწყება 6 ნოემბრიდან, ეტაპობრივად რეგიონების მიხედვით.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16+ ასაკობრივ ჯგუფში მყოფ ადამიანებს.

აუცილებელია მონაწილეებს ჰქონდეთ მზაობა კვირაში 2-3 ჯერ დაესწრონ ლექციებსა და მენტორშიფ სესიებს ტექნოპარკებში.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა სასურველია მინიმალური ცოდნა ტექნოლოგიების, პროგრამირების ან/და ელეტრონიკის მიმართულებით.

პროექტის განმავლობაში რეგიონებს დაუფინანსდებათ ნახევარ ფინალისა და ფინალის ტრანსპორტირების ხარჯებიც. სარეგისტრაციო ბმულია :

 
მნახველთა რაოდენობა: 1126
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'