იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მსურველებს მედია წიგნიერების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკელი მედია- ექსპერტის, პროფესორ რენე ჰობსის საჯარო ლექცია თემაზე- "მედიაწიგნიერების განათლების მნიშვნელობა გლობალური საზოგადოებისათვის ".

შეხვედრა გაიმართება, 30 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში, 11 საათზე.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანით.

პროფესორი ჰობსი 1980- იანი წლებიდან აქტიურად არის ჩართული მედიაწიგნიერების განვითარებაში, არის 150- მდე სამეცნიერო სტატიისა და 12 წიგნის ავტორი.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველი აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 593 34 33 26.

 
მნახველთა რაოდენობა: 1190
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'