იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტების საყურადღებოდ!

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ღია მეცნიერებისა და მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს ატარებს

კონკურსი „თეზისი სამ წუთში“ სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების შეჯიბრია, რომლის ფარგლებშიც მონაწილემ, 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი მიმართულების იმ დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებამდე ჯერ კიდევ არ აქვთ ხარისხი დაცული.

პროექტის ფარგლებში ჟიურის გადაწყვეტილებით 3 გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო დამსწრე მაყურებლის ხმათა უმრავლესობით - ხალხის რჩეული.

გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები: ● I ადგილი – 2000 ლარი (დარიცხული) ● II ადგილი – 1500 ლარი (დარიცხული) ● III ადგილი – 1000 ლარი (დარიცხული) ● ხალხის რჩეული – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან სიმბოლური საჩუქარი.

• საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 6 დეკემბერი;

• შერჩევის ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დოქტორანტი პასუხს მიიღებს მითითებულ ელ-ფოსტაზე 10 დეკემბრის ჩათვლით;

• გამარჯვებულები გამოვლინდებიან და ფაჯილდოვდებიან 2023 წლის 25 დეკემბერს.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს: https://rb.gy/jc7qvj ხოლო რეგისტრაციისთვის ამ ბმულს https://forms.gle/sP2iZAiFqSmCXKMW9 მნიშვნელოვანი თარიღები: კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით- • ელ-ფოსტა: nodari.kirtadze@gmail.com infopr@sciencelib.ge • მობილური: 568-32-64-11 ნოდარ კირთაძე კონკურსის „თეზისი სამ წუთში", მხარდამჭერია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი.

 
მნახველთა რაოდენობა: 1088
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'