იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

სტუდენტური კლუბი გიწვევთ გასაწევრიანებლად.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბი "ბლოკნოტი" დაფუძნდა.

კლუბის მიზანი, სტუდენტებს შორის სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით, კარიერული ზრდისთვის დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენაა.

კლუბ "ბლოკნოტის" მიზნებში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის ტექნიკის, პროექტების მომზადებისა და განხორციელების ზოგადი მექანიზმების შესწავლა, სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობა შედის.

ამის გარდა, სტუდენტური კლუბის მიზანია უნივერსიტეტის პოპულარიზაციისა და სტუდენტების კარიერული ზრდის ხელშესაწყობად, წარმატებულ და ცნობილ ადამიანებთან ქსელური კონტაქტების დამყარება, მათთან შეხვედრების ორგანიზება, უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან შესაბამისი კომუნიკაცია და სამოქალაქო- სამეცნიერო მიმართულებით, სტუდენტური შეხვედრების მოწყობა.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს.

დაინტერესების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ უნივერისტეტის რექტორის კონსულტანტს სტუდენტთა კარიერული ზრდის მიმართულებით, კახაბერ სუხიტაშვილს -ტელ: 595 408 608 ან დაუკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: kakhiberius@gmail.com

 
მნახველთა რაოდენობა: 1500
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'