იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 დეკემბრიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

ქ.  თელავი                                                                                            08 დეკემბერი 2023  წელი

 

განცხადება

 

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 დეკემბრიდან  აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:


       1.1 განათლების   მეცნიერებათა  ფაკულტეტი: 

 პედაგოგიკის მიმართულებით

  •    პროფესორის 2 (ორი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;

  •    ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული) 6 წლით;

მეთოდიკის მიმართულებით

  • პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;     

      1.2.    აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების  ფაკულტეტი

    აგრონომიის (ნიადაგმცოდნეობა) მიმართულება      

  • პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;  

   

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: 

 

  • ავტობიოგრაფია (CV) 

  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 

  • 2 (ორი) ფოტოსურათი 

  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 

  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 

 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

 

მოთხოვნები:



ა)  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

  • მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება; 

  • უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;

  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად); 

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9  30.05.2018წ.)

  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2 22.01. 2018წ.)

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9  30.05.2018წ.)

  • წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

              (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9   30.05.2018წ.)

  • სადოქტორო / სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა / პუბლიკაცია იმპაქტ ფაქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში / მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით / საგანმანათლებლო პროექტში.

  • დარგის განვითარების კონცეფცია.

 

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.  

          

  • ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

 

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;        

 

  • კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

 

შენიშვნა:

 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი

ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით

(მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც

საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების

კონცეფციით;

 

  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    

 

  • კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15)აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულებისმიხედვით;

  • კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2024 წლის  17 იანვარს 10:00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 26 იანვარს  17:00 სთ-ზე;

  • საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,

  •  კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის  31 იანვარი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 908
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'