იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

გარე მობილობის წესით გადმომსვლელმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ  პორტალზე: students.emis.ge

პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2024 წლის 30 იანვრიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის წესით გადმომსვლელ პირთათვის  რეგისტრაციის ვადების გრაფიკი  იხილეთ ტექსტს თანდართულ ბმულზე.

გარე მობილობის მსურველმა პირმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს  განცხადება რექტორის სახელზე.

განცხადებას, შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის,  უნდა ახლდეს  შემდეგი საბუთები--დოკუმენტების სია იხილეთ ტექტს თანდართულ ბრძანებაში.

შიდა მობილობის მსურველი პირებისათვის ზემოთაღნიშულ პორტალზე რეგისტრაცია საჭირო არ არის.  

2023-2024 სასწავლო  წლის   გაზაფხულის  სემესტრის  შიდა  მობილობის  რეგისტრაციის ვადები  და დამატებითი ინფორმაცია  იხილეთ ტექსტს თანდართულ  ბმულზე.

  დამატებითი  კითხვების შემთხვევაში,  შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ  ნომერზე:   599 74 77 75.

 
მნახველთა რაოდენობა: 1224
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'