იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

„თბილღვინო” ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbilvino.ge

„თბილღვინო  აცხადებს ვაკანსიას ვენახებში სამუშაო პროცესების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე კახეთში. ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 2 ძირითადი ამოცანები: ვენახებში არსებული საწყობების კონტროლი: მასალების მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება, გაცემის კონტროლი და აღრიცხვა, ჩამოწერა, ნაშთების კონტროლი, პერიოდული ინვენტარიზაცია, შესაბამისი ფორმების წარმოება და რეპორტინგი

 შესაბამის პირებზე საწვავის ბარათების გაცემისა და ვენახში დაგეგმილი სამუშაოების გათვალისწინებით საწვავის გამოყენების კონტროლი, სამუშაო პროცესის მონიტორინგის შედეგად საწვავის გახარჯვის აქტების სიზუსტის დადასტურება

 ვენახებში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი ყოველდღიური გეგმების მიხედვით და სამუშაო პროცესის მონიტორინგის შედეგად სხვადასხვა მასალის გახარჯვის აქტების სიზუსტის დადასტურება

 ვენახის ოპერაციებში ჩართული მუშახელის რაოდენობრივი მონიტორინგი და შესაბამისი აქტების სიზუსტის დადასტურება

 კამერების და GPS-ების კონტროლი, შეფერხების, ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება და შეკეთების უზრუნველყოფა

 ვენახებში გაწეული დანახარჯების, ან სხვა მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფორმების წარმოება და გაუმჯობესება

 მონაცემების ანალიზისა და სამუშაო პროცესზე დაკვირვების შედეგად ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით იდეების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან

 კომპანიაში დანერგილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით ვენახებში შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და რეპორტინგი  ვენახისთვის განკუთვნილ მასალებზე, საწვავსა თუ სხვა მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა

 კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან აგრარული მიმართულებით

 მევენახეობის, ან აგრარულ სფეროში მონიტორინგის, კონტროლის, ან აღრიცხვიანობის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

 საოფისე პროგრამების ცოდნა

 სასურველია ინგლისური ენის ცოდნა პიროვნული თვისებები:  ანალიტიკური და არითმეტიკული აზროვნება

 დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი

 შედეგზე ორიენტირებული სხვა მოთხოვნები:  საკუთარი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა  საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, საჭირო გახდეს მანქანაზე GPS-ის დამონტაჟება

 თანამშრომელს დასჭირდება პერიოდული მივლინებები თბილისში გთავაზობთ:  პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს  პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს  ჯანმრთელობის დაზღვევას  საწვავით უზრუნველყოფას სამუშაო პირობები:  სამუშაო ადგილი o ვაკანტური ადგილი 1: ყვარელი, შილდა, ენისელი o ვაკანტური ადგილი 2: ვაჩნაძიანი, შაშიანი, წინანდალი  საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელს ყვარელში, „თბილღვინოს“ წარმოებაში.  სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა  სამუშაო საათები: წელიწადის დროის გათვალისწინებით და შეთანხმების საფუძველზე - დაწყება 05:00-08:30 დროით ჭრილში და დასრულება 14:00-18:30 დროით ჭრილში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. „თბილღვინო“ წარმატებას გისურვებთ! CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია  თბილღვინომ  დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

 
მნახველთა რაოდენობა: 703
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'