იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის ( მე-2 ) სემესტრი 2024 წლის 11 მარტს დაიწყება.

აკადემიური რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით.

მითითებულ პერიოდში დაურეგისტრირებლობა გამოიწვევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას.

პირადი განცხადების საფუძველზე სტუდენტის სტატუსის შეჩერება- აღდგენა შესაძლებელია მიმდინარე სასწავლო წლის 26 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით.

პრიორიტეტული პროგრამების I კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!

პრიორიტეტული, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული --აგრონომიის საბაკალავრო, სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო, ბიოლოგიის საბაკალავრო, ისტორიის საბაკალავრო, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ეკონომიკის საბაკალავრო და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების I კურსის სტუდენტებს, 2023-2024 სასწავლო წელს, მინიმუმ 45 კრედიტის აუთვისებლობის შემთხვევაში, შეგიჩერდებათ სახელმწიფო დაფინანსება.

 
მნახველთა რაოდენობა: 909
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'