იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იტალიის უნივერსიტეტის- Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)-საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში

   2 მარტს,  თესაუ-ს ტემპუსის ოთახში,  იტალიის უნივერსიტეტის-Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC) - წარმომადგენელმა საქართველოში, ნადია ტარასოვამ, საინფორმაციო შეხვედრა  სტიპენდიების შესახებ გამართა.

    უნივერსიტეტი, რომელიც  მთელ მსოფლიოში კარგადაა ცნობილი და იტალიაში  ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტად ითვლება,  გარანტირებულ სტიპენდიებს ორწლიან სამაგისტრო და სამწლიან საბაკალავრო პროგრამებზე გთავაზობთ . შესაძლებელია  ნაწილობრივი დაფინანსების მიღება ერთწლიან მაგისტრატურაზეც. თუმცა, პროგრამების დაფინანსება შეზღუდულია და თითოეულ პროგრამაზე მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე ძლიერი აპლიკანტი ღებულობს სტიპენდიას.

   როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კახეთის რეგიონისთვის, განსაკუთრებით,  შემდეგი ფაკულტეტებია საინტერესო:

  BSc Sustainable Agriculture for Food Quality and Environment (სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა), 1 წლის სწავლის საფასური- 5000 ევრო (Piacenza);

  Master of Science in Agricultural and Food Economics (Piacenza-Cremona) –  (ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, 1 წლის სწავლის საფასური- 5750 ევრო);

  Master in Viticulture and Enology (Piacenza) – ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა, სწავლის საფასური -7000 ევრო.

    2018 წლიდან შესაძლებელი იქნება ერთობლივ, უნივერსიტეტის და ლომბარდიის რეგიონის რეგიონალურ სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა. ეს სტიპენდია დამოკიდებულია სტუდენტის შემოსავალზე და ითვალისწინებს სწავლის საფასურის დაფინანსებას 100%-მდე და სხვა შეღავათებს. აღნიშნული შეღავათები გავრცელდება მხოლოდ  ორწლიან სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე.

   Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)  არის ევროპის უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტი. ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ  ვებგვერდზე: http://libra.ge/content.php?id=391&lang=geo

 
მნახველთა რაოდენობა: 9677
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.