იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის",-პროექტის სამუშაო შეხვედრა ისრაელში

18-23 ივნისს, ჰაიფას უნივერსიტეტში (ისრაელი), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის- DARE (Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education“  მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის წევრების გარდა, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

       შეხვედრაზე, რომელსაც  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტის მხრიდან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მზია მაისურაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი, პროექტის კოორდინატორი სოფიო არსენიშვილი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იყო პარტნიორი უნივეტრსიტეტების მიერ პროექტის შედეგების  დისემინაციის  შესაძლებლობები და  რეკომენდაციები.

    პარალელურად, თესაუს სტუდენტები  გორდონის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდნენ  და ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს.

     პროექტი ითვალისწინებს ინკლუზიურიეთნიკური ჯგუფებისქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და ხარისხის გაუმჯობესებას, როგორც საქართველოშიასევე,-ისრაელში.

    პროექტის მიზანიაინსტიტუციონალური შესაძლებლობებით, გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა, ციფრულ გარემოში.

    საბოლოო, შემაჯამებელი  შეხვდერა ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში, გაიმართება.

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 15290
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.