იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
INTEGRITY-ის პროექტის მორიგი სამუშაო შეხვედრა უფსალას უნივერსიტეტში

29-31 აგვისტოს, პროექტის, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ხარისხის სწავლებისა და სწავლის აკადემიური ხელშეწყობა საქართველოში (INTEGRITY),  ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები უფსალას უნივერსიტეტში (შვედეთი) იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის აკადემიური კეთილსინდისიერებისათვის არსებულ სერვისებზე, აკადემიური წერის სწავლებაზე და სტუდენტთა დახმარების ხელშეწყობაზე იქნა გაკეთებული. სტუდენტთა სერვისი თესაუ-ს სხვადასხვა სამსახურის ფუნქციებში იქნება განაწილებული და მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან აქტიურად ამოქმედდება. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, პროექტის პარტნიორებს პრეზენტაცია უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და  სამომავლო აქტივობებზე წარუდგინეს.

პროექტი „INEGRITY“ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 17897
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.