იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს საერთაშორისო სამსახურის უფროსის სამუშაო შეხვედერები საფრანგეთში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საფრანგეთში, ავინიონის  უნივერსიტეტში და ორენჯის მეღვინეობის სკოლაში იმყოფებოდა.

    თესაუს პროფესორს საშუალება ჰქონდა,  უნივერსიტეტისა და სკოლის ლაბორატორიები დაეთვალიერებინა  და ტურიზმისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, სამომავლო აქტივობები  დაეგეგმა.

   ავინიონსა და ორენჯში შეხვედრას  ორივე უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსები, პროფესორები, სკოლის პედაგოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.   

     შეხვედრაზე,  რომელიც პროდუქტიულობით  გამოირჩეოდა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდა.    თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტი ორენჯთან და ავინიონთან  ორი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს: ერთობლივი პროგრამის შემუშავებისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, უნივერსიტეტთან, ხოლო სტუდენტების სტაჟირებაზე, გაცვლის მიმართულებით, ორენჯის სკოლასთან.

 
მნახველთა რაოდენობა: 15843
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.