იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობა დამყარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ახალი  პარტნიორული ურთიერთობები დამყარდა. მხარეებმა სამომავლო გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კვლევები თესაუს რექტორის, ირმა შიოშვილის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის, თამარ ასლანიშვილის  და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების იტალიაში ვიზიტის დროს დაგეგმეს.

    შეხვედრას  მილანის უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი,  პროფესორი ანტონიო ტირელი დაესწო, რომელიც აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლოდ, თელავის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, ერთობლივი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმუშავებს.

     შეხვედრები   ტუშას უნივერსიტეტშიც გაიმართა,  რომელზეც საუბარი ორ უნივერსიტეტს შორის  უკვე არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და  და გაფართოებას შეეხო. საქმიანი საუბარი, როგორც  ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის პერსონალთან, ასევე, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებთან  შედგა.

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + ფარგლებში,  მოქმედი საერთაშორისო კრედიტების მობილობის- KA 107 პროექტით, იტალიაში, 29 მაისიდან 5 ივნისამდე, იმყოფებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 15881
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.