იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გერმანელი პროფესორი თესაუში

ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლის  პროფესორი ლუც კუნცი, თავის გერმანელ კოლეგებთან ერთად,   2 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.

    გერმანელი პროფესორი თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო  გაცვლითი პროექტის მონაწილე აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს  და  თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი გერმანიასა და საქართველოში  დანერგილ ინკლუზიურ განათლებას, შშმ პირების გარემოში ადაპტაციის პრობლემებს და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო.

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის ინტერგაციულ სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,  თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი გეერმანიაში  ოთხი წელია,  ერთთვიან პედაგოგიურ  პრაქტიკაზე რეგულარულად მიემგზავრებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 15499
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.