იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა ,,ერასმუს+“, გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით

24 ოქტომბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ერასმუს+“ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

     თესაუს საერთაშორისო  ურთიერთობების  სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, სტუდენტებს პროგრამის პირობების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

   როგორც  პრეზენტაციაზე აღინიშნა,  თესაუს სტუდენტები, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი), ხაენის უნივერსიტეტი (ესპანეთი), კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია), პაულ ბოკუსას ინსტიტუტი  (საფრანგეთი), პოჟეგას უნივერსიტეტში (ხორვატია), ორენჯის აგრარულ ლიცეუმში (საფრანგეთი),  არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ტუშას უნივერსიტეტში (იტალია) და კლუჯ ნაპოკას (რუმინეთი) უნივერსიტეტში ისწავლიან.

     გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაიმართება  შესარჩევი კონკურსი, რომლის დროსაც სტუდენტებს, სასწავლო სფეროს მიმართულებით,   პირველადი და მეორადი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც მიეცემათ. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი გამარჯვებისთვის საჭირო ქულებს ვერ მიიღებს, კომისია, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში,   კონკურს მიღმა დარჩენილი პირების სხვა უნივერსიტეტში გაგზავნის საკითხს განიხილავს.

 
მნახველთა რაოდენობა: 15865
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.