იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორების ვიზიტი ლიუვენის უნივერსიტეტში ,,PRINTEL’’ პროექტის ფარგლებში

2019 წლის ოქტომბერის 15-17, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორები  შალვა ჭკადუა და თამარ მიქელაძე იმყოფებოდნენ ტრენინგებზე ლიუვენის უნივერსიტეტში (ბელგია) Erasmus+  -ის საგრანტო პროექტის- CBHE Programme-ის საგრანტო პროექტის - ,,PRINTEL’’-585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP-„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ფარგლებში.

    ტრენიგნის მიზანი იყო აკადემიური პერსონალის გადამზადება ღია საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებაში, საავტორო უფლებების საკითხებში. ასევე MOOCs (ღია ონლაინ კურსები) და საგანმანათლებლო ვიდეო კლიპის მომზადებაში. ტრენინგს უძღვებოდნენ ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორები.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებზე უახლოეს მომავლში თესაუშიც იგეგმება ტრენინგის ჩატარება აკადემიური პერსონალისთვის.

 
მნახველთა რაოდენობა: 16265
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.