იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამუშაო ონლაინ შეხვედრა პროექტ LOVEDISTANCE-ის ფარგლებში

2020 წლის 27 აპრილს  ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის LOVEDISTANCE , Learning Optimization and Academic  Inclusion Via Equitative  Distance Teaching  and  Learning ფარგლებში პროექტის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა პროექტის კოორდინატორი პორტოს უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, არსებული რეალობიდან გამომდინარე წარმოშობილი პრობლემები და გამოწვევები. პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აგრეთვე ისაუბრეს იმ კითხვარების შესახებ, რომელიც უნივერსიტეტების სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალის დამოკიდებულებას იკვლევს დისტანციური სწავლების შესახებ.  პროექტის ფარგლებში ასევე მუშავდება პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ნათლად იქნება ასახული საქართველოში არსებული მხარდაჭერის მექანიზმები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით სპეციალური პოპულაციის სტუდენტების მიმართულებით.

აღნიშნულ შეხვედრამდე პროექტის ქართული უნივერსიტეტის წარმოადგენლებმა რამდენიმე  საუშაო ონლაინ შეხვედრა გამართეს ზემოთაღნიშნული კითხვარების მომზადების მიზნით.

პროექტი LOVEDISTANCE  ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებულია, რომლის მიზანია გააძლიეროს  დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები  საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან პორტუგალიის, ესპანეთის და რუმინეთის უნივერსიტეტები.   

 
მნახველთა რაოდენობა: 17675
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.