იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე თესაუში
19 თებერვალს, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან მოაწყო ონლაინ შეხვედრა „აკადემიური კეთილსინდისიერება საუნივერსიტეტო სივრცეში“.
შეხვედრის მონაწილენი გაეცნენ პლაგიატის უარყოფით როლს და აკადემიური არაკეთილსინდისიერებით გამოწვეულ საფრთხეებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ წინგადაგმულ ნაბიჯებს, რომელიც უნივერსიტეტს აქვს „Turnitin“-ის პლატფორმის დანერგვით. ასევე, აღინიშნა ამ კუთხით უნივერსიტეტის განახლებული რეგულაციების და ეთიკის კომიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაც.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის საშუალებებიც დაიგეგმა.
პლაგიატის წინააღმდეგ შეხვედრას თესაუ-ს ასოც. პროფ. ნინო კახაშვილი უძღვებოდა.
 
მნახველთა რაოდენობა: 9454
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.