იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ LOVEDISTANCE -ის დისემინაცია კოლეჯ ,,პრესტიჟის" წარმომადგენლებისთვის

2022 წლის 18 მაისს, პროექტ LOVEDISTANCE-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობასა და დემოკრატიზაციას, კოლეჯ ,,პრესტიჟის'' აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარების გარდა, დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობილ იქნა პროექტის ფარგლებში შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფა Camtasia. კოლეჯის პერსონალის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების შესახებ მათთვის დეტალური ტრენინგი ჩატარდეს.

LOVEDISTANCE ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან პორტუგალიის, ესპანეთის და რუმინეთის უნივერსიტეტები.

 
მნახველთა რაოდენობა: 7584
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.