იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტალინში, Erasmus +ის პროექტის DITECH-ის ფარგლებში, მონაწილეთა პირველი ტრენინგი გაიმართა

2022 წლის 22 - 28 მაისს ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში,   პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის, ტალინში (ესტონეთში) ტრენერთა პირველი ტრენინგი გაიმართა.

რაქტიკულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების ინოვაციურ სტრატეგიებსა და ციფრული სასწავლო გარემოს შექმნის გზებს გაეცნენ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციალის გაცნობას სასწავლო კურსების შექმნისა და წარმართვის პროცესში; ტრენინგის შემდეგ მონაწილეები უკეთ გაიაზრებენ სხვადასხვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლს ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვისას. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები გაეცნენ: საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნის პედაგოგიკურ და ტექნოლოგიურ ასპექტებს, სასწავლო პროცესში ტელემატიკური რობოტების გამოყენების შესაძლებლობებს, ინტერაქტიული საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნის, ჩაწერისა და დამონტაჟების მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და პროგრამებს.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები თავად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ სამუშაოებში, შექმნეს და წარმოადგინეს ვიდეოები და პრეზენტაციები.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 9519
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.