იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „HERIPRENEURSHIP“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს უმასპინძლა

2023 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ BSB831 HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში დაგეგმილ  ღონისძიებებს უმასპინძლა. ტური მოიცავდა  საერთაშორისო ტუროპერატორების ვიზიტს, პრეს-ტურს, საინფორმაციო დღეებს და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ტუროპერატორები  თურქეთიდან, შვეიცარიიდან, სომხეთიდან და  ჟურნალისტი  გერმანულ-ბრიტანული ჟურნალის სააგენტოდან.

ტური, რომელსაც  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა,  პროექტ HERIPRENEURSHIP-ის  ფარგლებში შეიქმნა. ტურის მონაწილეებს  საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ იუნესკოს სიაში შემავალი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი და სამთავროს მონასტრები, საღამოს კი გასცნობოდნენ ქართული სუფრის ტრადიციებს, მოესმინათ ქართული პოლიფონიური სიმღერები და ენახათ ქართული ეროვნული ცეკვები.

ტურის მეორე დღე თელავის ღირსშესანიშნაობებს_ შუამთას და წინანდლის მუზეუმს დაეთმო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პრესკონფერენცია, საინფორმაციო დღეები და დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის და პროექტის ფარგლებში შექმნილი ლოკაციების შესახებ. დაისვა უამრავი კითხვა, რომელზეც პროექტში ჩართულმა უნივერსიტეტის მონაწილეებმა უპასუხეს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობაში, საერთაშორისო ტუროპერატორებთან და ჟურნალისტთან ერთად, ადგილობრივი ტუროპერატორები და ჟურნალისტებიც  მონაწილეობდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5309
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.