იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის ფონდის კონკურსების შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების და GMUS-ის სისტემაში რეგისტრაციის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მეცნიერების ინფორმირებისათვის ჩატარდა. რექტორის მოადგილემ, სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა და Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორმა, დოქტორმა, ქეთევან შაშვიაშვილმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ, სრული ინფორმაცია მიაწოდეს მონწილეებს.

შეხვედრის ფარგლებში, გრანტების მენეჯმენტის ერთიან სისტემაში (GMUS) რეგისტრაციის  პრაქტიკულად შესწავლისათვის, მონაწილეებმა შესაბამისი ტრენინგი გაიარეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4436
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.