იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ქალაქების დაძმობილების პროგრამა კლიმატ-ნეიტრალურობისათვის

ევროკავშირის პროექტი NETZEROCITIES აცხადებს კონკურსს ქალაქების დაძმობილების პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომლის მთავარი მიზანია კლიმატ-ნეიტრალურობისკენ ერთობლივი ძალისხმევების ინიცირება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ან „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნების ადგილობრივ თვითმმართველობებს.

პროგრამის ფარგლებში მოხდება შერჩეული ქალაქების დაძმობილება საერთო პარამეტრების და გამოწვევების მქონე საპილოტე ქალაქებთან. დაძმობილებული ქალაქები 20 თვის განმავლობაში ერთობლივად ჩაებმებიან საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება კლიმატ-ნეიტრალურობის შესახებ გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე ინოვაციური აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცვლა და რეპლიკაცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2023.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სააპლიკაციო პროცედურები და ფორმები შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ტვინინგის კონკურსის გვერდზე:

https://netzerocities.eu/twinning-programme/?fbclid=IwAR2x_xNKeaTjbc-7iJciauVxos3i4MniLCnsaNvtu-MGnJmMmc6nwiDG0bQ

 
მნახველთა რაოდენობა: 5233
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.