იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული12 მოდული/სასწავლო კურსი

  • მდგრადობა და რეგიონალური განვითარება (დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი, მდგრადი ტურიზმი, ბუნებაზე დაფუძნებული/დამყარებული ტურიზმი, აგროტურიზმი);
  • ადამიანური რესურსების განვითარება (სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა, ექსკურსიათმცოდნეობა, ადამიანური რესურსების განვითარება მდგრად ტურიზმში);
  • ინტერკულტურული კომუნიკაციები და ენები (ინტერკულტურული კომუნიკაცია და მენაჯმენტი, ენა სპეციფიკური მიზნებისთვის- ტურიზმის ინგლისური);
  • მდგრადი განვითარების ტურიზმის მენეჯმენტი (მცირე და საშუალო საწარმოს მენეჯმენტი; კულტურული მენეჯმენტი, ხარისხის მენეჯმენტი; ტრანსპორტის მენეჯმენტი – ელექტრონული და მობილური ტურიზმის ბიზნეს აქტივობები).
  • ყველა სასწავლო კურსი მიმართულია ცნობიერების ამაღლებისაკენ მდგრადი განვითარების ტურიზმის სფეროში, რომელშიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მომავალი ლიდერები და ტურიზმის სფეროში მოღვაწე პროფესიული კადრი;

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია და ჩართულია შემდეგ სამუშაო ჯგუფებში:

  • ტურიზმის ენა (ტურიზმის ინგლისური) - საკომუნიკაციოდ ინგლისური ენის საერთაშორისო ენად აღიარება არის მთავარი არგუმენტი სხვადასხვა ქვეყნასა და სპეციალისტებს შორის; გარდა ამისა, ტურისტების უდიდესი პროცენტი ინგლისურენოვან კატეგორიას განეკუთვნება.
  • ინტერკულტურული კომუნიკაციები - მეტად მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს კავკასიის რეგიონში, რომელსაც უმთავრესად პოლიტიკური და სამხედრო დატვირთვა აქვს (მთიანი ყარაბახის გარშემო გამწვავებული დამოკიდებულება სასომხეთსა და აზრებაიჯანს შორის). ამ საგნის შემოტანა სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავკასიის რეგიონის სამი ქვეყნის წარმატებულ და ეფექტურ თანამშრომლობას TEMPUS – ის პროექტის ფარგლებში.
  • ინტერკულტურული თანაკვეთები ტურზიმის სფეროში გამოცდილების მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ამ დარგის მომავალ სპეციალისტებს სჭირდებათ წარმოდგენა იქონიონ იმ რისკების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა კულტურულ რეალობაში, რომელსაც ხშირად გაუგებრობამდე და კონფლიქტებამდეც მივყავართ. ინტერკულტურული კომუნიკაციებში მოიაზრება ის მთავარი კომპეტენციები, რომლებიც დაგვეხმარება მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მოგვარებაში.
  • ინტერკულტურული განათლება/ცნობიერება მოიაზრებს არა მხოლოდ მისალმების ტიპების, მაგიდასთან ქცევის წესების ან უბრალოდ სურათების გადაღების ეთიკის ცოდნას, არამედ ისეთ გაცილებით სტრატეგიულ ასპექტებს, როგორიცაა მოლაპარაკებები და პრეზენტაციები.
  • ახალი მოდულების/სასწავლო საგნების ჩარჩოებში მოიაზრება ელექტრონული და საკლასო რეჟიმში სწავლების კომბინირებული მეთოდები, ვინაიდან ელექტრონული სწავლება მეტად ეფექტურ და მომგებიან სასწავლო სტრატეგიას წარმოადგენს გეოგრაფიული განლაგებისა და დროში გადანაწილების თვალსაზრისით თანამედროვე საზოგადოებაში; აქტიურად გამოიყენება გუნდში და ჯგუფში მუშაობის ფორმები და პრეზენტაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ტექსტებთან, კითხვარებსა თუ ტესტებთან.
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.