იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

პროექტის შინაარსი და მეთოდოლოგია:

  • პროექტის აბრევიატურა – SuToMa (Sustainable Tourism Management – მდგრადი ტურიზმის მენეჯმენტი);
  • პროექტის განხორციელების ვადაა სამი წელი – 36 თვე (15.11.2012 – 14.10.2015); პროექტის გვიან ამოქმედების გამო შესაძლოა ვადამ გადაიწიოს 2016 წლის იანვრამდე;
  • პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები გამოცდილებისა და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც იმუშავებენ შემდგომში ცალკეულ მოდულების/სასწავლო კურსების შექმნასა და განვითარებაზე;

პროექტის სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება:

  • I წელი – მოდულების/სასწავლო კურსების შემდომი განვითარება;
  • II წელი – ტრენინგების ჩატარება პროფესორ-მასწავლებლებთან;
  • III წელი – კურსების პილოტირება სასწავლო პროცესში.

პროექტის მიზანი:

  • მოდულების/სასწავლო კურსების ინტეგრირება უკვე არსებულ სასწავლო კურიკულუმებში ან ახალი კურიკულუმების შექმნა; აგრეთვე საპრაქტიკე ბაზების ჩართვა საერთო სასწავლო სისტემაში (Agency of Protected Areas – დაცული ტერიტორიების სააგენტო; Aragvi Adventure Tour- არაგვის სათავგადასავლო ტური;).
  • შექმნილი თორმეტი მოდულის/სასწავლო კურსისათვის თანამედროვე სასწავლო მასალების მოძიება, თარგმანი და დამუშავება. აგრეთვე, ეფექტური სწავლების მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში სწავლების მაღალი ხარისხის მისაღებად;
  • პროექტის შინაარსი მთლიანად ეფუძნება მდგრადი ტურიზმის მენეჯმენტს, რომელიც ჯერ კიდევ დაუმუშავებელ/შეუსწავლელ თემას წარმოადგენს როგორც განათლებაში, აგრეთვე პრაქტიკაში კავკასიის რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი);
  • ახალი სასწავლო მასალების შინაარსობრივი დამუშავების პარალელურად მოხდება ინოვაციური სასწავლო მეთოდების შექმნა, გაცნობა და პილოტირება პარტნიორი ინსტიტუციების მონაწილეთა მხრიდან;
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.