იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტოლერანტობის კვირეული თესაუ-ში

საქართველოში ტოლერანტობის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, შერიგების და სამოქალაქო თანასაწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდნენ. სტუმრებს შორის იყო სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავრი მრჩეველი, მექა ხანგოშვილი.
,,ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“,- ამ თემაზე ლექცია თესაუ-ს სტუდენტებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტმა, ლევან ლორთქიფანიძემ, წაიკითხა. საუბარი ტოლერანტობას, სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ ჯგუფებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობას და ინტეგრაციას შეეხებოდა.
ლევან ლორთქიფანიძემ 1918-1921 წლების საქართველოში უმცირესობათა დაცულ უფლებებზე, კონსტიტუციასა და სახელმწიოფოებრივი მოწყობის სხვა საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.
სალექციო კურსი- ,,ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“- საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
,,ტოლერანტობის კვირეული“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 16 ნოემბერს აღინიშნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 8588
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.