იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თესაუ-ში კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნას დადებითად აფასებს

  კავკასიის სამეცნიერ-კვლევითი ცენტრი უნივერსიტეტში 2015 წლის  ნოემბერში ჩამოყალიბდა და ადგილობრივი სამეცნიერო კადრით დაკომპლექტდა.  ცენტრის დაფუძნება საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიაში ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის შექმნამ განაპირობა.  კომისია, ომელიც უწმინდესისა და უნტარესის, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია II-ს ინიციატივით შეიქმნა, გამოჩენილი მეცნიერებითა და საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული. კომისიის ძირითადი მიზანი ჩრდილო-კავკასიელ ხალხებთან ძველი, ტრადიციული ურთიერთობების აღდგენაა.  კომისიის ერთ-ერთი წევრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი,ზაურ გუმაშვილია, რომელიც საკუთარ ხედვას ხეობის მოსახლეობის ინტეგრაციის შესახებ ,  სულ მალე კომისიას დოკუმენტური სახით წარუდგენს.   თავის მხრივ, თელავის უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა უკვე მოამზადა პროექტი,  რომელიც  პანკისის ხეობის პრობლემის გადაჭრას და ჩრდილო-კავკასიელ ხალხებთან  კულტურული და ტრადიციული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ცენტრის დიდ საერთაშორისო  პროექტებში ჩართვას გეგმავს.      დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკი

 
მნახველთა რაოდენობა: 6290
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.