იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო შეხვედრა სკოლის უსაფრთხოების თემაზე

      21 მაისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სკოლის უსაფრთხოების თემაზე  საჯარო შეხვედრა გაიმართა.

      საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მარიამ ჯაშმა,  მეცნიერებისა და  განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, NDI საქართველოს წარმომადგენელმა, ნაია ბეგაშვილმა  და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე ანჯაფარიძემ,   აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკანონდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს.  გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა მანდატურის სამსახურის რეფორმის მნიშვნელობაზე, სკოლაში არაფორმალური განათლების გაძლიერებაზე, მშობელთა ჩართულობაზე, რეგიონებში ფსიქოლოგთა მომსახურეობის ცენტრის შექმნასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართვის გაძლიერებაზე.

      ღონისძიებას, რომელიც  კითხვა–პასუხის ფორმატში წარიმართა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე,  საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მანდატურები დაესწრნენ.

     სკოლის უსაფრთხოების თემაზე  საჯარო   შეხვედრები  საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.  

 
მნახველთა რაოდენობა: 3440
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.