იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტი მე-6 საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებული გახდა

      27 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-6 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

      სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსის სტუდენტებმა: მარი ხახიაშვილმა და თამილა შიუკაშვილმა (ხელმძღვანელი- თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი) მიიღეს.

     კომისიის გადაწყვეტილებით, თამილა შიუკაშვილმა, მედიცინის სექციაში გამომსვლელ სტუდენტთა შორის, პირველი ადგილი  დაიკავა.
    კონფერენციის ყველა მონაწილე  სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4408
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.