იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მარიამ ოხანაშვილს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

     30 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტზე,  ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური  ხარისხის მისანიჭებლად,  დოქტორანტ მარიამ ოხანაშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა.

     კვლევის თემაა ,,მათემატიკის სწავლების ოპტიმალური ალგორითმების რეალიზების კომპიუტერული  ტექნიკის კონცეპტუალური მოდელების რეფორმირება“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი სვიმონ ოხანაშვილი).

    სადისერტაციო ნაშრომის მიზანია პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მათემატიკის ამოცანების ამოხსნის ალგორითმების შედგენას და გამოყენებას.

     მარიამ ოხანაშვილს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური  ხარისხი  მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5222
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.