იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნატა ვარადას წიგნის პრეზენტაცია თესაუში

1 ივნისს, თესაუში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, მწერალ ნატა ვარადას პოეტური ესკიზების-,, გამრავლების ტაბულა“-პრეზენტაცია გაიმართა.

      პროფესიით ჟურნალისტი, რადიოპიესების  საერთაშორისო კონკურს ,,საბას“ კონკურსანტი, ნატა ვარადა, რომელიც არაერთი წიგნის ავტორია, ყვარელში დაიბადა.  მას გამოცემული აქვს   წიგნები:  ,,ერთი საათით გვიან,“ ,,დედის კერძი“ და ,,ამებური სიმღერებიდან“.

      როგორც პრეზენტაციაზე  აღინიშნა,  ნატა ვარადას გამოხატვის საკუთარი, განსაკუთრებული სტილი აქვს. მის მრავალწახნაგოვან შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის ზღაპრულ-მითოლოგიური პერსონაჟები, რელიგია და მხატვრული სინამდვილე.

       შეხვედრას  თესაუს პროფესორები და  სტუდენტები დაესწრნენ.

      პრეზენტაციამდე  მწერალი  ნატა ვარადა,   მეცნიერი და მწერლი როსტომ ჩხეიძე და პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ირმა შიოშვილს, შეხვდნენ და საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3931
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.