იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია“,- ტრენინგი თესაუს სტუდენტებისთვის

   4 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  სტუდენტებისთვის  ტრენინგი-,,ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია“- გაიმართა. სწავლებას  თესაუს პროფესორი, ტრენერი მაია გონაშვილი უძღვებიდა.

     ტრენინგზე განხილული იყო  გასაუბრების სწორად წარმართვის, CV-ის სწორად  წერის,  პრეზენტაციის მომზადების,  დარწმუნების  ტექნიკის და სხვა საკითხები.

     თეორიული სწავლება დაბალანსებული იყო  პრაქტიკული სავარჯიშოებით, როლური თამაშებით,  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობებით და დისკუსიით.  

    ტრენინგის  მიზანია სტუდენტებში ეფექტური კომუნიკაციისთვის და პრეზენტაციისთვის  საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. სტუდენტები აითვისებენ და გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციურ ტექნიკას, რომელიც მათ მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის სწორად და  ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4044
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.