იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„შავი ზღვის მეცნიერება -2018“ - თესაუს სტუდენტი საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის გამარჯვებული გახდა

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის მე-2 კურსის სტუდენტი, გიორგი მაისურაძე,  კვების მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის - „შავი ზღვის მეცნიერება- 2018“- გამარჯვებული გახდა.

     კონფერენციაში, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,     თესაუს სტუდენტის ნაშრომმა -  „საფერავში დავარგებულ ყველში შემავალი ზოგიერთი ფენოლური ნაერთები“ (ხელმძღვანელი-სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი  ლალი ელანიძე ) -  მე-3 ადგილი დაიკავა.  ამ  წარმატების  საფუძველზე, გიორგი მაისურაძემ მონაწილეობა სკაიპ-კონფერენციაში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,  მიიღო.    მისმა მოხსენებამ  ოდესის კვების ტექნოლოგიების ნაციონალური აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მყოფი ჟიურის წევრებისაგან დადებითი შეფასება მიიღო.

       გიორგი მაისურაძის   კვლევა  საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონულ კრებულში გამოქვეყნდა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4583
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.