იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დეკანების არჩევნები თესაუში

იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე დეკანების არჩევნები გაიმართა. განათლების მეცნიერებათა, აგრარულ მეცნიერებათა  და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე კენჭი მოქმედმა დეკანებმა იყარეს.

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც სიით 50 ამომრჩეველი ფიქსირდება,  დეკანობის კანდიდატს, ნინო კოჭლოშვილს, მხარი საარჩევნო პროცესზე  მისულმა ყველა (44) ამომრჩეველმა დაუჭირა.

     აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზეც კენჭს მხოლოდ  ერთი კანდიდატი,   მანანა კევლიშვილი, იყრიდა. არჩევნებზე 14-დან 13 ამომრჩეველი გამოცხადდა და ყველა მათგანმა ხმა მოქმედ დეკანს მისცა.

     არჩევნების შედეგების მიხედვით, დეკანის თანამდებობა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დავით მახაშვილმაც, შეინარჩუნა, რომელსაც საარჩევნო სიის 14 ამომრჩევლიდან   არჩევნებზე მისულმა თერთმეტივე ამომრჩეველმა დაუჭირა.

    დეკანების არჩევნები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშო 4 წელიწადში ერთხელ იმართება. კანდიდატს, აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება  მხოლოდ 2-ჯერ შეუძლია.

 
მნახველთა რაოდენობა: 3722
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.