იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კლასიკოსთა გაკვეთილები“-იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

      29 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია- ,,კლასიკოსთა გაკვეთილები“- ჩატარდა.  კონფერენციის ,,XXVI გაკვეთილი” იოსებ გრიშაშვილს მიეძღვნა.

    ღონისძიებაზე გრიშაშვილის განმარტებითი ლექსიკონის, მწერლის  შემოქმედების რომანტიზმის და რეალიზმის, კლასიკოსის დაუბეჭდავი  ლექსების, მისი პოეტური ენის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ისაუბრეს. კონფერენციაზე ნაჩვენები იყო რუსთაველის საზოგადოების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ტაო- კლარჯეთში ჩატარებულ ექსპედიციას შეეხებოდა.

       ,,კლასიკოსთა გაკვეთილებს,“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი,  არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი ავთანდილ არაბული, შოთა რუსთაველის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლევან ბრეგაძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3768
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.