იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა ,,მევლანას“ გაცვლითი პროგრამის შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს  2016-2017 სასწავლო წლისთვის თურქეთში, რიზეს უნივერსიტეტში, ,,მევლანას“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

  აღნიშნული პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 17 თებერვალს თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა გამართა.

   კონკურსში მონაწილეობა  მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს.             

  ,,მევლანას“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა შორისაც გაფორმებულია (მევლანას პროექტის ფარგლებში) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტებს მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ორი სემესტრის განმავლობაში, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს მინიმუმ ერთი კვირით და მაქსიმუმ 3 თვით შეეძლებათ თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის განხორციელება.

  უცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნა. პრიორიტეტად ჩაითვლება, ასევე, თურქული ენის ცოდნა.

   ,,მევლანას” გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განახორციელონ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6430
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'