იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტის კიდევ ერთი წარმატება

         იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი,      საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი,   ნუგზარ ყარაგვეზაშვილი,  2018 წლის ორთაბრძოლების საერთაშორისო   ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

         ნუგზარ ყარაგვეზაშვილი თესაუ-ს სასურსათო ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტია და სწავლასთან ერთად აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მიყვება. ის სპორტის აღნიშნული სახეობების სერტიფიცირებული მწვრთნელი და  კიკბოქსინგის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია.

ორთაბრძოლების საერთაშორისო ფესტივალი ტაილანდური კრივის მსოფლიო ფედერაციის (IFMA)-ს ეგიდით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 9-11 სექტემბერს ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის სპორტული დელეგაცია იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ ჩემპიონატზე ნუგზარ ყარაგვეზაშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში ოქროს მედლითა და მადლობის სიგელით დაბრუნდა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4556
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.