იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბესარიონ სოლოღაშვილის წიგნის პრეზენტაცია თესაუში

     2 ოქტომბერს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაციის „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“ თავმჯდომარის, პროფესორ ბესარიონ სოლოღაშვილის ისტორიულ-მხატვრული წიგნის „ცხოვნდი მეფეო“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ვახტანგ გორგასალის ეპოქის საინტერესო დეტალებს მოიცავს.

     ბესარიონ სოლოღაშვილი, რომელიც არაერთი წიგნის ავტორია, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის უსინათლოთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელია. მას გამოცემული აქვს პოეზიის 1 კრებული და  5 რომანი. მათ შორის არის ისტორიული ტრილოგია „ესე ტაძარი“, რომლის პრეზენტაციაც 2018 წლის იანვარში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

      ბესარიონ სოლოღაშვილის შემოქმედება ხმოვან ფორმატშია გადატანილი, რაც უსინათლოებს წიგნის გაცნობას კიდევ უფრო უმარტივებს.

       შეხვედრა უსინათლოთა და მცირედ მხედველთა ასოციაციის და თესაუს ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა და მას თესაუს პროფესორები და  სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3639
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.