იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში   საერთაშორისო კონფერენციაჯანმრთელობა და ეკოლოგიაჩატარდა. მეათე საიუბილეო კონფერენციაზე   მომხსენებლებმა  სამეცნიერო ნაშრომები  მედიცინისა და ეკოლოგიის სფეროში წარადგინეს. კონფერენციის მონაწილეებს შორის, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.

   კონფერენციის ორგანიზატორებმა  თესაუ-ს ღვაწლმოსილ პედაგოგს, ასოცირებულ პროფესორს, მერაბ აღნიაშვილს მოღვაწეობის 55 წელი და საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, პროფ. რევაზ კვერენჩხილაძეს დაბადებიდან 70 წლის იუბილე მიულოცეს და  სამაცხოვრო სიგელები გადასცეს.

   კონფერენცია - „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თესაუ), სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

   ღონისძიება  ქართული პროფილაქტიკური მედიცინის წარმომადგენლების პროფ. . კაციტაძის, პროფ. . კვაჭახაძის და პროფ. . ხაზარაძის ხსოვნას მიეძღვნა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3610
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.