იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია თესაუ-ში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო,  „1+4 პროგრამისსტუდენტებისათვის  სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი აიაზ მამედოვი წარუძღვა. აიაზ მამედოვმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამის დეტალები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.  2018 წლის შემოდგომის მიღებისათვის ვაკანტური  500 ადგილია გამოყოფილი. მსურველებს განაცხადების მიღება 22 ოქტომბრამდე შეუძლიათ.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი  მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.   

პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და „1+4 პროგრამისსტუდენტებს სახელმწიფო უწყებებში, 1-დან 6 თვემდე სტაჟირების  საშუალებას აძლევს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3681
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.