იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სპორტული სპარტაკიადა თესაუში

       იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით,  სპარტაკიადა სპორტის სხვადასხვა სახეობებში  მიმდინარეობს. თესაუს  ყველა ფაკულტეტის სტუდენტები ერთმანეთს მინიფეხბურთში,  მაგიდის ჩოგბურთში, ბადბინტონსა  და ფრენბურთში ეჯიბრებიან.

     8 ნოემბერს ფინალური შეხვედრა  მინიფეხბურთში გაიმართა. გადამწყვეტ ასპარეზობაში  ერთმანეთს   აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სასურსათო  ტექნოლოგიების სპეციალობის და  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის  სპეციალობის სტუდენტები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების გამარჯვებით, ანგარიშით, 3:1 დასრულდა.

    გამარჯვებულებს  საჩუქრად სიგელები, მედლები და თესაუს ემბლემიანი მაისურები გადაეცათ.

    სპორტული სპარტაკიადა  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3836
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.