იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თესაუში კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა,  14 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კახეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას  რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

   პრეზენტაციის დროს ყურადღება მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე და წყალმომარაგების სისტემების გამართვის მნიშვნელობაზე გამახვილდა. საუბარი, ასევე,  შეეხო ბუნებრივი რისკის შემცირებასა და მართვას, მათ შორის, ალაზნის ნაპირის გამაგრებისა და მოწყობის საკითხს, სასწრაფო დახმარების ცენტრების, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშებენლობას, ტურიზმის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.

   შეხვედრას რეგიონის მოსახლეობა, კახეთის  გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, მუნიციპალიტეტების მაჟორიტარები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, თესაუს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.


 
მნახველთა რაოდენობა: 4051
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.