იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შვედეთის ელჩი თესაუში

შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში,  ულრიკ თიდესტრომი, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან, კორნელი კაკაჩიასთან, ერთად,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. სტუდენტებთან გამართული  შეხვედრის თემა  ევროკავშირი  და საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იყო. საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობას და მის დინამიკას შეეხო.

   ელჩმა ევროკავშირის საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ  ღირებულებებზე, დემოკრატიის, თანსაწორობის პრინციპებზე და შვედეთის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.  შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა -პასუხის ფორმატში წარიმართა. ელჩმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

   პროექტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი შვედეთის  საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლება. მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4432
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.