იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო ლექცია თესაუში

,,ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადამიანის უფლებათა შესახებ  საჯარო ლექციების სერიას ატარებს.

   აღნიშნული ლექციების ფარგლებში,   6 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის   სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე წამყვანმა  ექსპერტებმა: თამარ თოგაშვილმა და გიორგი ჩხეიძემ თესაუს სტუდენტებისთვის  ლექცია გამართეს.

   შეხვედრაზე საუბარი ადამიანის უფლებათა წარმოშობის ისტორიას, სამართლებრივ გარანტიებს, ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ტენდენციებს, საერთაშორისო გამოცდილებას  და სხვა საკითხებს შეეხო.

   საჯარო ლექციების მიზანია, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4227
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.