იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კრიტერიუმები და ინდიკატორები ტყის მდგრადი მართვისათვის საქართველოსთვის“-მეორე ეროვნული სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 28-30 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „კოპალაში“, მეორე ეროვნული სამუშაო შეხვედრა-„კრიტერიუმები და ინდიკატორები ტყის მდგრადი მართვისათვის საქართველოსთვის“ -ჩატარდა.   

     შეხვედრაზე განხილული იყო  ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების (კდი) ნუსხის პროექტი, რომელიც გასული წლის განმავლობაში შემუშავდა.  

     პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს  და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ:  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოწვეული პედაგოგი  კახაბერ სუხიტაშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი თენგიზ კუკუნაშვილი  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები  (მარიამ ბაციაშვილი, მარიამ კირვალიძე, ანა ამონაშვილი).   

    სემინარი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDA) პროექტის ფარგლებში გაიმართა,  რომელიც კავკასიისა ცენტრალური აზიის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი) ხელშესაწყობად, ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების მიზნითაა  შემუშავებული.

 
მნახველთა რაოდენობა: 4511
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.