იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონფერენცია -,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპიზოდი მესამე“

14 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია - ,,ციფრული აბორიგენები...   ჩვენ ბუკელები ვართ...  ეპიზოდი მესამე- გაიმართა.

      კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კონფერენციაზე კომპიუტერული გრაფიკის და  საოფისე პროგრამათა პაკეტის გამოყენებით აგებული ორიგინალური ტექნოლოგიური პროდუქტი, Web-დიზაინი, პროგრამირება  და ელექტრონულ-ანიმაციური პრეზენტაციები წარადგინეს.

     როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2018 წლის მე-6 კლასის მოსწავლეები იმ თაობას წარმოადგენენ, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ   2012-2013 წლებში, საჩუქრად, ,,ბუკები“ გადასცა. ამიტომ მათ ,,ბუკელებადაც“ მოიხსენიებენ. დღეისთვის ,,ბუკელების“ მერვე თაობას ვითვლით, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს.

    კონფერენციის მონაწილეები  სერტიფიკატებით და  სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

   ღონისძიების მიზანია V-VI და უფროსი კლასების მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომების წარმოჩენა, ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ამაღლება და უნივერსიტეტსა და  საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.

    კონფერენციის  ორგანიზატორია   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 3873
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.