იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განათლებისა და დასაქმების გამოფენა თელავში

26 თებერვალს თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში,  განათლებისა და დასაქმების გამოფენა „მომავალი შენია“ -2016 გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის პროფესიული არჩევანის გაადვილება და მათი დასაქმება. 

    გამოფენაზე რეგიონში მოქმედ სხვადასხვა პროფილის დამსაქმებელ ორგანიზაციებს  სამუშაოს მაძიებლებთან უშუალო კონტაქტის საშუალება ჰქონდათ.

    პროექტში მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია გამართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. თესაუ-ს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს პროფესიული და აკადემიური განათლებისა და შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
        ღონისძიებას განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

    აღნიშნული პროექტი, საქართველოს მასშტაბით, უპრეცენდენტოა და დღემდე მხოლოდ კახეთის რეგიონში ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით ხორციელდება.  მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც რეგიონის სოციალურ და კულტურულ განვითარებას აფერხებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6345
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'