იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
წიგნების პრეზენტაცია ზემო ალვანში

20 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის  ზემო ალვნის I საჯარო სკოლაში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მირ დაფინანსებული  პროექტის – „საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა (წოვათუშური ენის მაგალითზე)“ – ფარგლებში, მომზადებული პუბლიკაციების – „წოვათუშურ–ქართულ–რუსულ–ინგლისური ლექსიკონის“ მე–3 ტომისა და პროფესორ მაყვალა მიქელაძის მონოგრაფიის -  „თანამედროვე წოვათუშური ენის შერწყმული და რთული წინადადების სინტაქსი“ – პრეზენტაცია გაიმართა.

  პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა კი,    ანგარიში, წოვათუშური ენის შესწავლის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ განხორციელებეული 9–წლიანი კვლევის შესახებ, წარადგინა.

  ღონისძიების დასარულს სკოლას, საჩუქრად,  პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები გადაეცა.

   პრეზენტაციას  მეცნიერები, საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და წოვათუშთა სასოფლო  თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასარულს სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები.

 
მნახველთა რაოდენობა: 4343
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.