იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს და ,,GIPA“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

      აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, თესაუ-ში უკვე  მიმდინარეობს პროექტი ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“.

  პროექტს- ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD”-ის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) და კვლევით ცენტრთან პარტნიორობით (PMC), ახორციელებს და მისი  მიზანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციების შესალებლობების გაზრდა.

   თესაუ-ს  და ,, GIPA“-ს შორის გაფორმებული   მემორანდუმის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის გზით რეგიონში საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პოტენციალის გაზრდისა და გაძლიერების ხელშეწყობა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6153
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.