იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
I საჯარო სკოლის მოსწავლეები თესაუ-ს კვლევით ლაბორატორიაში ნიადაგის ქიმიურ კვლევას ჩაატარებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ თესაუ-ს  ლაბორატორიას 2 მარტს თელავის I საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ლაბორატორიის აღჭურვილობა დაათვალიერეს და ბიოლოგიის გაკვეთილის დაესწრნენ , რომელიც პედაგოგმა ნანა გარჯიკულმა ჩაატარა.

  2 კვირის შემდეგ მოსწავლეები თესაუ-ს ლაბორატორიაში ნიადაგის ქიმიურ კვლევებს ჩაატარებენ და ამ პროცესში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას.

  სოფლის  მეურნეობის  ლაბორატორია თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული  პირებისათვის ნიადაგის ქიმიურ კვლევებს ათი თვის განმავლობაში  ჩაატარებს, რომელიც კახეთში  რამდენიმე ათეული  წელია, არ განხორციელებულა.  კვლევების საფუძველზე ნიადაგის საკვები ელემენტებით  უზრუნველყოფის ხარისხი , სასუქების სახე და შეტანის ნორმები განისაზღვრება.  

   პრეზიდენტის  სარეზერვო  ფონდიდან  სოფლის მეურნეობის ლაბორატორიისათვის გამოყოფილი  თანხა 35.000 ლარს შეადგენს.

   პროექტის ფარგლებში,   ნიადაგის ქიმიური  კვლევა  თელავის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და დაინტერესებული  პირებისათვის უფასო იქნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6802
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'